Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში რეფერენდუმი ვერ შედგა


როგორც საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, მოლდავეთში გამართული რეფერენდუმი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა და საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებას ითვალისწინებდა, ვერ შედგა. წინასწარი ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობამ ელექტორატის 30 პროცენტსაც ვერ მიაღწია. რეფერენდუმი მიზნად ისახავდა კვლავ ყოფილიყო შესაძლებელი პრეზიდენტის არჩევა მას შემდეგ, რაც ამ ერთი წლის წინ გადადგა მოლდავეთის კომუნისტი პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი. მოლდავეთის პარლამენტში, რომელსაც ამჟამინდელი კონსტიტუციით ევალება პრეზიდენტის არჩევა, რამდენჯერმე ამაოდ სცადეს ამის გაკეთება: ვერ მოგროვდა 61 ხმა, რაც აუცილებელია ქვეყნის პირველი პირის ასარჩევად.

XS
SM
MD
LG