Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი დღეს დევნილებს შეხვდება


წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი დღეს, "კინოს სახლში" აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსი" საინიციატივო ჯგუფის წევრზე ირაკლი ბათიაშვილზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე დევნილების პრობლემებზე, კერძოდ, ბოლო დროს მასობრივ გამოსახლებებზე იქნება მსჯელობა. ბათიაშვილის განცხადებით, სანამ დევნილებს თავიანთ სახლებში არ დააბრუნებენ, დაუშვებელია მათი გამოსახლება დროებით დაკავებული ფართებიდან.

XS
SM
MD
LG