Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მამუკა კაციტაძე


მამუკა კაციტაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი
მამუკა კაციტაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი
8 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მამუკა კაციტაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი. მან ილაპარაკა თავისი პარტიის პოლიტიკურ გეგმებზე. ერთ-ერთ მთავარ საკითხად, რომელზეც ოპოზიცია ყურადღებას გაამახვილებს, კაციტაძე კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესს ასახელებს. გარდა ამისა, მამუკა კაციტაძე ფასების ზრდის გამო მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუარესებაზე ლაპარაკობს. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ სულ მალე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით განახლდება საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობის პროცესიც, რასაც არასაარჩევნო პერიოდში გაცილებით ეფექტიანად თვლის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG