Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ მიესალმებიან თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებს


ევროკავშირი და შეერთებული შტატები მიესალმებიან თურქეთში კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგებს. რეფერენდუმზე მიემხრნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც სამხედროების გავლენის შეკვეცასა და სამართლებრივი სისტემის რეფორმას ითვალისწინებს. წინასწარი შედეგებით, რეფერენდუმის მონაწილეების 58 პროცენტი მიემხრო საკონსტიტუციო რეფორმას. გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრაში ელექტორატის 77 პროცენტი მონაწილეობდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რეფერენდუმის შედეგს „თურქული დემოკრატიის გამარჯვება“ უწოდა. მაგრამ ოპონენტები შიშობენ, რომ ცვლილებებმა შესავლოა, გააძლიეროს ერდოანის პარტია, რომელსაც ფესვები პოლიტიკურ ისლამში აქვს.
XS
SM
MD
LG