Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერი მილინკევიჩი არ აპირებს ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას


ბელორუსიის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდრ მილინკევიჩის განცხადებით, ის არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რადგან გარდაუვალი ჩანს არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას გამარჯვება. ლუკაშენკას, რომელიც 1994 წლიდან ინარჩუნებს პრეზიდენტის პოსტს, ნათქვამი აქვს, რომ აპირებს, მეოთხე ვადითაც წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, მილინკევიჩმა აღიარა, რომ ბელორუსიის ოპოზიცია დაქუცმაცებულია და ვერ შეძლო საერთო კანდიდატზე შეთანხმება. ხუთშაბათს ლუკაშენკამ „ხალხის მტრები“ უწოდა ოპოზიციას. მილინკევიჩი ლუკაშენკას მეტოქე იყო 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც ლუკაშენკამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ეუთოს მეთვალყურეების შეფასებით, კენჭისყრა არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს.
XS
SM
MD
LG