20 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ თალაკვაძე, სახალხო დამცველის თანაშემწე. მან ილაპარაკა საქართველოს ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში არსებულ მდგომარეობაზე. საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის 6 დიდი რეზიდენციული საავადმყოფოა, სადაც 1000-ზე მეტი ადგილია. მთლიანად კი ქვეყანაში ფსიქიკური პრობლემების მქონე 100 ათასზე მეტი ადამიანია. სახალხო დამცველის აპარატის მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა შეისწავლა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. უმწვავეს პრობლემებს შორის არჩილ თალაკვაძე ჩამოთვლის: პაციენტის ხანგრძლივ, ხშირად უვადო სტაციონირებას; მკურნალობის ერთფეროვან კურსს, რაც ძირითადად ფარმაკოთერაპიით შემოიფარგლება; ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის საავამყოფოების გარეთ სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობას; მძიმე სანიტარულ პირობებს, საავადმყოფოში პაციენტების ნების საწინააღმდეგოდ მოთავსებას. დღეს სახალხო დამცველის აპარატი და ფონდი ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი” საზოგადოებას წარუდგენენ ანგარიშს - ”ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში”.
სტუმრად ჩვენს ეთერში: არჩილ თალაკვაძე

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1