ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღნიშნეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-20 წლისთავი. დღეს ცხინვალის ცენტრში გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელშიც ოკუპირებულ რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზის ასზე მეტი სამხედროც მონაწილეობდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ დღესასწაულში მონაწილეობისთვის ცხინვალში ჩავიდნენ რუსეთის, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის, ნაურუს, საფრანგეთის, იტალიის, უკრაინისა და ბელორუსიის დელეგაციები. ჩამონათვალში არ არიან ნიკარაგუის პრეზიდენტი ორტეგა და არგენტინელი დიეგო მარადონა, რომელთა ცხინვალში ვიზიტის და ზეიმში მათი მონაწილეობის შესახებ, ედუარდ კოკოითიმ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალში ე.წ. რესპუბლიკის დღის აღნიშვნა არალეგიტიმური და უკანონოა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. სამინისტროს შეფასებით, რუსეთი, რომელმაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათი შემდგომი აღიარების წარუმატებლობის ფონზე საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას ყველა გზით ცდილობს.
ცხინვალში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მე-20 წლისთავი აღნიშნეს

ამერიკული მოთხრობა

უკანასკნელი ეპიზოდი
მარიამ გურგენიშვილი კითხულობს ტრუმენ კეპოტის მოთხრობას “მირიამი”
ამერიკული მოთხრობა
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1