Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ ”მისტრალის” შეძენის გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია


საფრანგეთისგან უნივერსალური ვერტმფრენმზიდის ”მისტრალის” შეძენის გადაწყვეტილება ფაქტობრივად მიღებულია - ამის შესახებ ინტერფაქსს აცნობა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი შტაბის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას სააგენტო არ ასახელებს. წყაროს განმარტებით, ტენდერი, რომელსაც სამხედრო ხომალდების შესაძენად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სექტემბრის ბოლოს გამოაცხადებს, მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.
XS
SM
MD
LG