Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის მმართველი პარტია 28 სექტემბერს მმართველ საბჭოს აირჩევს


ჩრდილოეთი კორეის მმართველი პარტია 28 სექტემბერს გამართავს ყრილობას, რომელზეც უზენაეს მმართველ საბჭოს აირჩევს. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ეს ცნობა მოჰყვა სპეკულაციას, რომ კიმ ჩენ ირი, რომელიც ავადმყოფობს, მემკვიდრის სწრაფად დასახელებას ცდილობს. მიმომხილველები მოელიან, რომ მის ვაჟს, კიმ ჩენ უნს მიანიჭებენ „მშრომელთა პარტიის“ ყრილობაზე ოფიციალურ სტატუსს. ეს იქნება პირველი დიდი შეკრება „მშრომელთა პარტიისა“, რომელმაც 1980 წელს დაამტკიცა კიმ ირ სენის მემკვიდრედ მისი ვაჟი, ჩენ ირი.
XS
SM
MD
LG