Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშარაფი პაკისტანში ახალ გადატრიალებას წინასწარმეტყველებს


პაკისტანის ყოფილმა პრეზიდენტმა, გენერალმა პერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მორიგის სამხედრო გადატრიალების საფრთხე არსებობს. ლონდონში გამოსვლისას მუშარაფმა განაცხადა, რომ პაკისტანის არმიას კონსტიტუციურად უნდა მიენიჭოს პოლიტიკური როლი. მუშარაფის განცხადებით, არმიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ შესაძლაო მიმართოს ძალისმიერ ზეწოლას, რათა თანამდებობიდან გადააყენოს პაკისტანის ამჟამინდელი არაპოპულარული პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, რომელიც ცდილობს მოთოკოს ქვეყანაში გამეფებული მილიტარიზმი და ეკონომიკური კრიზისი. პერვეზ მუშაფარაფი, რომელიც პაკისტანს უსუსხლო გადატრიალების შემდეგ 1999 წლიდან 2008 წლამდე მართავდა, ამჟამად პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება ბრიტანეთში. თუმცა, ამას წინათ განაცხადა, რომ განზრახული აქვს იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისათვის.
XS
SM
MD
LG