Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ცხვიტავა: „საქართველოს მისია ავღანეთში საინფორმაციო ვაკუუმშია“

გიორგი ცხვიტავა სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
გიორგი ცხვიტავა სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
„თავდაცვის უწყებისგან ინფორმაციის გაუვრცელებლობა და ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული დუმილი სხვადასხვა სახის მითქმა-მოთქმას და პოლიტიკურ სპეკულაციებს ასაზრდოებს“, - ნთქვამია, ავღანეთში ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ფაქტზე, საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს 30 სექტემბერს დაღუპული ოთხი ქართველი სამხედროს ცხედრები, 2 ოქტომბერს გვიან ღამით ჩაასვენეს თბილისში. რატომ ასაიდუმლოებს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ზუსტ დეტალებს სამხედრო უწყება? რამდენად კარგად არის მომზადებული საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი, რომელმაც ერთ თვეში 5 მებრძოლი დაკარგა? ამ საკითხებზე გვესაუბრება სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცხვიტავა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

This item is part of
XS
SM
MD
LG