Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამაკაცს, რომელმაც ნიუ-იორკის ცენტრში აფეთქების მოწყობა სცადა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


აშშ-ის მოქალაქეს, პაკისტანური წარმოშობის ფაიზალ შაჰზადს, რომელმაც ნიუ-იორკის ცენტრში, ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობა სცადა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 31 წლის შაჰზადმა თავი დამნაშავედ სცნო წელს, 1 მაისს ტაიმ სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში. შაჰზადის განცხადებით, მან პაკისტანელი თალიბებისაგან მიიღო 15 ათას დოლარზე მეტი და გაიარა ხუთდღიანი წვრთნა ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოსაყენებლად გასული წლის მიწურულსა და მიმდინარე წლის დასაწყისში - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა.
XS
SM
MD
LG