Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია იმნაძე


6 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. 1 ოქტომბერს პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ დაბა ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საერთო რეჟიმის ახალ ნაწილში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ ,,C” კორპუსის მე–4 სართულზე სამარტოო საკნებში განთავსებულ პატიმრებს. ნათია იმნაძე ყვება იქ არსებულ ანტისანიტარიაზე, პატიმრებისთვის დამამცირებელ პირობებზე და იმის შესახებ, რომ პატიმრები ვერ სარგებლობენ ყოველდღიური გასეირნების უფლებით და არ აქვთ შხაპის მიღების საშუალება. აღნიშნული დაწესებულება ახალია, თუმცა, იმნაძის თანახმად, იქ არსებული პირობები არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG