გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციის ხელმძღვანელი დაიღუპა დღეს მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ავღანელი მოხელე პარასკევის ლოცვას ესწრებოდა მეზობლად მდებარე ტახარის პროვინციაში, როდესაც აფეთქების ხმა გაისმა. იტყობინებიან, რომ აფეთქების შედეგად სულ 14 ადმიანი დაიღუპა. ზოგიერთი ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეჩეთში იყო დამონტაჟებული.
ყველაზე პოპულარული
1