Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „თრიალეთი“ მისი დირექტორის ცემის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს


ტელეკომპანია “თრიალეთის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ პოლიციამ დაკავების დროს არხის დირექტორს ჯონი ნანეტაშვილს სცემა, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა და კისრის ტრავმა მიიღო. .როგორც “მედიანიუსს” “თრიალეთიდან” აცნობეს” სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, ნანეტაშვილმა სამედიცინო შემოწმება გორის ჰოსპიტალში გაიარა. ჰოსპიტალმა კი, აღნიშნული დაზიანებების შესახებ პოლიციის სამმართველოს შეატყობინა. როგორც ნანეტაშვილმა ადგილზე მისულ სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს ჩვენების მიცემისას განუცხადა, პატრულმა მას ბრალი დასდო, თითქოს ის საჭესთან მობილურ ტელეფონზე ლაპარაკობდა, მან კი აღნიშნული ბრალდება უარყო, რის შემდეგაც პოლიციამ მანქანის საბარგულის გახსნა სთხოვა. სწორედ ამ დროს მეორე პოლიციელმა ხელბორკილი დაადო. მას სხვა პოლიციელებიც შეურთდნენ და ხელბორკილდადებულს მანქანაზე თავი მიარტყმევინეს, შემდეგ კი, ძირს დააგდეს და ცემა გააგრძელეს. ნანეტაშვილი მის დაკავებას და ცემის ფაქტს ხელისუფლების მიერ ტელეკოპანია ,,თრიალეთის“ მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. “ვგმობთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას”, - აცხადებენ ტელეკომპანია "თრიალეთში". გორის პოლიციაში ნანიტაშვილის ცემის ფაქტს უარჰყოფენ.
XS
SM
MD
LG