Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგაფში: საქართველოს საზღვარზე ეკლიანი მავთულხლართი უნდა გაკეთდეს


”მომხრე ვარ, რომ [აფხაზეთის და საქართველოს საზღვარზე] ეკლიანი მავთულხლართი გადიოდეს. არ დავუშვებთ, გალის რაიონში ბანდიტიზმის ბუდე შეიქმნას", - აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის ეს სიტყვები გაზეთ "კომერსანტს” მოჰყავს. სერგეი ბაგაბშის თქმით, საზღვარი ყოველთვის მდინარე ენგურზე გადიოდა, მაგრამ ახლა ის ენგურიდან 5 კილომეტრით არის გადაწეული აფხაზურ მხარეს. "იქ ყველაფერს შევამოწმებთ, გავამაგრებთ საზღვარს და წესრიგი იქნება. საზღვარზე ბოძების დასმაც შეიძლება”, - განაცხადა ბაგაფშმა და დასძინა, რომ გალის რაიონის მოსახლეობა ქართულ მხარეზე გადასვლას ენგურის ხიდიდან – გამშვები პუნქტის გავლით შეძლებს.
XS
SM
MD
LG