Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის უწყება საკუთარი აგენტების შეცდომებზე მიუთითებს, შარშან ავღანეთში მოწყობილ აფეთქებასთან დაკავშირებით


შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს განცხადებით, მის თანამშრომლებს სათანადოდ არ ჰყავდათ შესწავლილი ინფორმატორი, რომელმაც გასულ წელს ავღანეთში თავი აიფეთქა და შვიდი ამერიკელი აგენტი დახოცა. დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, ლიონ პანეტას განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის გამომძიებელი კომისიის დასკვნით, შეცდომები იქნა დაშვებული ინფორმატორის, მისი შეხედულებების შემოწმებისას. საქმე ეხება იორდანელ მამაკაცს, რომელიც 2009 წლის დეკემბერში დაიღუპა, მის მიერ ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში მოწყობილი აფეთქებისას. საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა აგრეთვე, რომ უსაფრთხოების საკმარისი ზომები არ იყო მიღებული ალ-ყაიდის ორმაგი აგენტისაგან თავის დასაცავად.
XS
SM
MD
LG