Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერევის დეოკუპაცია საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა შეაფასა


საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, რუსეთს ჯერჯერობით არ შეუსრულებია ყველა ვალდებულება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებითაა განსაზღვრული. დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოფელ პერევიდან რუსი სამხედროების გასვლა შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ჰაბერის თქმით, რუსეთმა საკუთარი ძალები აგვისტოს ომამდელ პოზიციებს უნდა დაუბრუნოს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სამშაბათს გავრცელებული განცხადებით, პერევში სასაზღვრო საგუშაგოების გაუქმებით საბოლოოდ დაიხურა მოსკოვის მიერ მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი.
XS
SM
MD
LG