"დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების საფინანსო უწყებათა წარმომადგენლები ეკონომიკურ დისბალანსსა და ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსალაპარაკებლად სამხრეთ კორეაში შეიკრიბნენ. მინისტრები, სავარაუდოდ, პირობას დადებენ, რომ თავს შეიკავებენ, კონკურენციაში წარმატების მოპოვების მიზნით, ვალუტების კურსის ხელოვნურად შემცირებისაგან. ეს განზრახვა ჩადებულია "დიდი ოცეულის" მინისტრთა ერთობლივი განცხადების პროექტში, რომელიც აზიისა და, ექსპორტზე დამოკიდებული, სხვა ქვეყნების შეშფოთებას ასახავს, მათი ვალუტის კურსის მატების გამო.
ყველაზე პოპულარული
1