Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები


საქართველოში იმყოფებიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები. დღეს მათ ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ეუთოს ოფისი თბილისში საკუთარ ბიუროს გახსნის. საქართველოს პარლამენტში შეხვედრისას დელეგაციის წევრებს ქრისტიან-დემოკრატებმა გასაცნობად გადასცეს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რვა ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული წინადადებები. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში არჩევნებისადმი დიდ ინტერესს იჩენს, ამიტომ მის მოსაზრებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
XS
SM
MD
LG