Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში „წინასწარმეტყველი“ რვაფეხა მოკვდა


გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის აკვარიუმის მფლობელებმა გამოაცხადეს რვაფეხა პაულის სიკვდილის შესახებ. რვაფეხა საქვეყნოდ პოპულარული გახდა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში, წელს ზაფხულში. პაულმა „გამოიცნო“ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყველა მატჩის შედეგი, როცა საკვების ორი ჭურჭლიდან იმას ირჩევდა, რომელზეც მიმაგრებული იყო მომავალი გამარჯვებული ქვეყნის დროშა. რვაფეხა არც საფინალო მატჩის შედეგში შეცდა. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG