დევნილთა ორ კატეგორიად დაყოფაში ხელისუფლებას პარტია ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები ადანაშაულებს. თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პირველი, შედარებით პრივილიგირებული კატეგორია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქას ეკუთვნის, მეორე კი, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროინდელი დევნილების კატეგორიაა, რომელსაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება. წულუკიანის თქმით, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა დევნილთა 70 ოჯახის გამოკითხვის შედეგად მოამზადეს ანგარიში, რომლის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი სამინისტროს სხვა წარმოამდგენლებთან ერთად ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
ყველაზე პოპულარული
1