Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა იაპონიასა და ჩინეთს ტერორიტორიების გამო დავაში შუამავლობა შესთავაზა


აშშ-მა დღეს შუამავლობა შესთავაზა ჩინეთსა და იაპონიას მათ შორის ტერიტორიული უთანხმოების საკითხებში. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე, ჩინეთში დიაოიუდ და იაპონიაში სენკაკუდ კუნძულების გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბულია. ჰანოიში აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტის პარალელურად, ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პეკინს და ტოკიოს უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG