ბრაზილიის საარჩევნო უწყების ინფორმაცით ქვეყნის პრეზიდენტი დილმა რუსეფი გახდა, რომელმაც ლუიზ ინასიო და სილვა შეცვალა. 62 წლის რუსეფისთვის ეს პირველი არჩევითი თანამდებობაა. ის ბრაზილიის პირველი ქალი ლიდერი გახდა. დილმა რუსეფს მხარს უჭერდა პრეზიდენტი ლულა, რომელმაც ორი ვადის ამოწურვის შემდეგ ოფისი დატოვა და კვლავინდებურად სარეკორდო პოპულარობით სარგებლობს. დილმა რუსეფმა ხმების 56 პროცენტი მიიღო. მისი მეტოქე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჟოზე სერა იყო, რომელმაც ხმების 44 პროცენტი მიიღო.
ყველაზე პოპულარული
1