Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა


სერბიაში დღეს დილას მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 5,3-ს აღწევდა. საინფორმაციო სააგენტო რეიტერი მთავრობის წევრისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ბელგრადის სამხრეთით, დაახლოებით 125 კილომეტრში მოხდა. ყველაზე მძიმედ ქალაქ კრალიევოს გარშემო რაიონი დაზარალდა. იუწყებიან, რომ დაშავდა, სულ ცოტა, 15 ადამიანი, დაზიანდა შენობები.
XS
SM
MD
LG