Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პოლიციამ საფრანგეთის საელჩოსთვის გაგზავნილი ამანათი ააფეთქა


საბერძნეთის პოლიციამ დღეს ააფეთქა ბომბი, რომელიც საფრანგეთის საელჩოში გაგზავნილ ამანათში იყო ჩადებული. პოლიცია იძიებს სხვა შემთვხევებს. ორშაბათის შემდეგ ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა სხვადასხვა ადრესატს გაეგზავნა ამანათი ასაფეთქებელი ნივთიერებით. სამშაბათს მცირე ბომბები აფეთქდა რუსეთის და შვეიცარიის საელჩოებში. გერმანიის კანცლერის ოფისში მიაკვლიეს ამანათს ასაფეთქებელი ნივთიერებით, იტალიის პრემირისთვის გაგზავნილი ამანათი კი აალდა მისი შემოწმებისას. ულტრამემარცხენე ექსტრემისტებზე აქვთ ეჭვი, რომ ისინი დგანან ამ აქტების უკან.
XS
SM
MD
LG