Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში ქრისტიანებზე თავდასხმას 3 ადამიანი შეეწირა


სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ბაღდადში ქრისტიანებზე თავდასხმისას. ათიოდე დღის წინ ბაღდადში 40-ზე მეტი ქრისტიანი დაიღუპა კათოლიკურ ეკლესიაში, როცა ის ისლამისტმა მეომრებმა აიღეს და უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული შეტევისას შენობაში ცეცხლი გახსნეს. ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა მაშინდელ თავდასხმაზე და დაიმუქრა, რომ გაააქტიურებდა ქრისტიანებზე თავდასხმებს. ერაყში აშშ-ის ჯარის შეჭრამდე იქ დაახლოებით 800 000 ქრისტიანი ცხოვრობდა. დღეს დაახლოებით ნახევარი მილიონი არიან, რაც დიდწილად არსებული საფრთხის გამო მათ მიერ ქვეყნის დატოვებამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG