Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს ჩინეთში პოლიტიკური თავისუფლებების გაძლიერების მნიშვნელობაზე


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის დედაქალაქში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლებებისა და სამოქალაქო უფლებების გამყარების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა და პოლიტიკური თავისუფლებები ურთიერთგანმაპიორბებელი ფაქტორებია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ ცდილობს ”ჭკუა დაარიგოს ჩინეთს მორალური უპირატესობის პოზიციიდან”. კამერონის ვიზიტი ჩინეთში დღეს სრულდება. ვიზიტი ძირითადად ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნებოდა.
XS
SM
MD
LG