Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმის ხელისუფლებამ დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა


ბირმის ხელისუფლებამ დემოკრატიისთვის მებრძოლი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. როგორც სუ ჩის ადვოკატმა, ნიან უინმა უთხრა მისი სახლის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს, „ის თავისუფალია.“ მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ სუ ჩის, მას განთავისუფლების ორდერი წაუკითხეს და დაშალეს ბარიკადები მისი სახლის გარშემო, სადაც ის უკანასკნელი 21 წლის განმავლობაში 14 წელი იმყოფებოდა შინაპატიმრობაში. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ სან სუ ჩის განთავისუფლება მოულოდნელობა არ ყოფილა ბირმაში ახლახან გამართული არჩევნების შემდეგ. საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხანია ეუბნება ბირმის მმართველ ხუნტას, რომ სან სუ ჩის გათავისუფლება აუცილებელი პირველი ნაბიჯია მისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გადასახედად.
XS
SM
MD
LG