Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსულმანებმა წლევანდელი ჰაჯი დაიწყეს


დღეს ასიათასობით მუსულმანმა დაიწყო ჰაჯი, რომლითაც მიჰყვებიან, მათი რწმენით, მოციქულ მუჰამედის მიერ 14 საუკუნის წინ განვლილ გზას. ყოველ წელს ორ მილიონამდე მომლოცველი ჩადის მუსულმანებისთვის წმინდა ქალაქ მექაში, რომელიც საუდის არაბეთში მდებარეობს. ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მათ 1,7 მილიონ უცხოელ მომლოცველს მისცეს მექაში ჩასვლის უფლება, 200 000-მდე მომლოცველს კი თვით საუდის არაბეთიდან და სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნებიდან მოელიან. ჰაჯი ხუთი დღე გრძელდება. მუსულმანები მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, მეოთხედს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG