Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან საქართველოში 130-მდე სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა


საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს ხვდება
საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ავღანეთიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს ხვდება
ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის 130-მდე სამხედრო მოსამსახურე. სამხედროებს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი დახვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯონ ბასმა განაცხადა, ის მოხარულია, რომ ქართული ბატალიონი ავღანეთში ძალიან წარმატებული მისიის შემდეგ დაბრუნდა:

”ჩემთვის ნამდვილად, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და ვხვდებით ქართული ბატალიონის წევრებს, რომლებიც შინ ბრუნდებიან ავღანეთში ძალიან წარმატებული მისიის შესრულების შემდეგ. მქონდა სიამოვნება, პირადად შევხვედროდი ბატალიონის ზოგიერთ წევრს და მათთვის სამშობლოში დაბრუნება მიმელოცა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჯარისკაცებმა შეიტანეს წვლილი არა მხოლოდ ავღანეთის უსაფრთხოების, არამედ ჩვენს, საერთო უსაფრთხოების საქმეში. ეს მისია ძალიან წარმატებულად ჩაატარეს. ამ მისიის შედეგად უფრო უსაფრთხო ხდება ავღანეთში მდგომარეობა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებაც უმჯობესდება”.
თვდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი აეროპორტში სამხედროებთან შესახვედრად მივიდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას შეფასებით, 31-ე ბატალიონის სახით საქართველოს შეიარაღებული ძალებს კარგად გაწვრთნილი და კარგი გამოცდილებს მქონე დანაყოფი ჰყავს:

”მეც ორიოდე სიტყვით გეტყვით, როგორც ბატონმა ელჩმა მოგახსენათ, ეს არის ბატალიონის დაბრუნების დღე. 31-ე ბატალიონმა, რომელმაც გაართვა ამოცანებს თავი, დაბრუნდა ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დანაკარგები ჰქონდა და, გარკვეულწილად, რაღაც პრობლემები არსებობდა. გამომდინარე იქიდან, რომ დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, ამ ოპერაციით ისინი საკმაოდ კმაყოფილები არიან. შემიძლია გითხრათ, მათგან ძალიან დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ დასვენების შემდეგ კიდევ დაბრუნდეს ამ ოპერაციაში და მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს. ასე რომ, მე მინდა, ამ ბიჭებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო და გითხრათ, რომ ამ ბატალიონის სახით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ ეტაპისთვის საკმაოდ კარგად გაწვრთნილი და კარგი პრაქტიკის მქონე დანაყოფი ჰყავს”.
XS
SM
MD
LG