Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ბუტის ექსტრადიცია „უკანონო“ იყო


რუსეთის განცხადებით, იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პირის ტაილანდიდან აშშ-ში ექსტრადიცია „უკანონო“ და გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ვიქტორ ბუტის ექსტრადიციაზე დათანხმებით ტაილანდის მთავრობა აშშ-ს მხრიდან „უპრეცედენტო“ ზეწოლას დანებდა. ბუტს - რომელიც საბჭოთა პერიოდში საჰაერო ძალების ოფიცერი იყო - აშშ ბრალს სდებს, რომ 1990-იანი წლებიდან ის აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის დიქტატორებს იარაღით ამარაგებდა. ბუტი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ საჰაერო გადაზიდვების კანონიერ ბიზნესს ამუშავებდა. ვიქტორ ბუტის საქმე ვაშინგტონის და მოსკოვის კავშირებში დიპლომატიურ დაძაბულობას იწვევს.
XS
SM
MD
LG