Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ჩინეთთან ადგილობრივი ვალუტით ვაჭრობას გავაძლიერებთ


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტების გამოყენებას გააძლიერებენ. ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოსთან მოლაპარაკების შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოსკოვის ვალუტის გაცვლის ბაზარზე ჩინეთის ფულადი ერთეულით, იუანითაც დაიწყებს ვაჭრობას. ჩინეთმა ახლახან დაუშვა რუსულ რუბლთან მიმართებით იუანით ვაჭრობა თავის საბანკო ბაზარზე. აქამდე ორი ქვეყანა ძირითადად ამერიკული დოლარით ვაჭრობდა.
XS
SM
MD
LG