Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი საჰაერო დარტყმებით იმუქრება ჩრდილოეთის მორიგი იერიშის შემთხვევაში


სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კიმ კვან-ინის განცხადებით, მისი ქვეყანა საჰაერო დარტყმებით უპასუხებს ჩრდილოეთ კორეას, მის მიერ მორიგი საარტილერიო იერიშის განხორციელების შემთხვევაში. ჩრდილოეთმა კორეამ ნოემბერში განახორციელა საარტილერიო თავდასხმა სამხრეთზე, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. კიმ კვან-ინმა, რომლის კანდიდატურაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მიუნ-ბაკმა წარადგინა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საპარლამენტო მოსმენის დროს. მისი გამოსვლის ფონია აშშ-იაპონიის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, კორეის ნახევარკუნძულის მახლობელ წყლებში. სამხედრო მანევრებში 45 000-მდე ამერიკელი და იაპონელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG