2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ნაწილი, მათ შორის მე-18 მუხლი, რომლის მე-6 პუნქტის ცვლილება კონსტიტუციის დამტკიცებიდან გასული თითქმის 2 თვის შემდეგ გახდა პოლემიკის საგანი. აძლევს თუ არა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას პირი 9 თვემდე ხანგრძლივობით დაუსაბუთებლად ჰყავდეთ დაკავებული?
მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს. კონსტიტუციის ახალი, შესწორებული რედაქციით, მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ 1 იანვრის შემდეგ ის, თუ რამდენ ხანში უნდა წარედგინოს დაკავებულს ბრალდება, განსაზღვრული იქნება მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით:
” და საპროცესო კოდექსში შეიძლება ჩაიწეროს როგორც 72 საათი, ასევე 10-ჯერ 72 საათი ან 100-ჯერ 72 საათი. კონსტიტუციით უკვე აღარ იქნება შეზღუდული ეს და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პირი დაკავებულია, ვთქვათ, თვეობით და მას ჯერ კიდევ არა აქვს ბრალდება წარდგენილი.”
ვახტანგ ხმალაძის მოსაზრების საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ”საკონსტიტუციო სკანდალის” ავტორები უსაფუძვლო ბრალდებებით თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ:
” ბუნებრივია, არანაირად თავის მართლებას არ ვაპირებ. უბრალოდ, ყველას მინდა ვთხოვო, ვისაც ხელი მიუწვდება კონსტიტუციაზე, ნახოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც სიტყვასიტყვით წერია, რომ დაუშვებელია 48 საათზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში დაკავება ადამიანის. 48 საათის განმავლობაში ის უნდა წარედგინოს სასამართლოს და სასამართლო ვალდებულია 24 საათის განმავლობაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.”
ამაზე კი ვახტანგ ხმალაძე შენიშნავს, რომ მე-18 მუხლის მესამე პუნქტი სხვა რამეა და არანაირად არ ანაცვლებს მე-6 პუნქტის იმ ნაწილს, რომელიც 1 იანვრიდან გამოცხადდება ძალადაკარგულად:
” მესამე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ თუ პირი სასამართლოს ბრძანების გარეშეა დაკავებული, სასამართლოს 48 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს, სასამართლო კი იტყვის, ის კანონიერად არის დაკავებული თუ არა, ხოლო მე-6 პუნქტში წერია ის, რომ დაკავებულ პირს 72 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს ბრალდება.”
ახლა კი მოვუსმინოთ ნეიტრალურ მხარეს, კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს:
” მე-6 პუნქტი მე-18 მუხლის ამბობდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს. აქედან ნამდვილად ახალ ვერსიაში ამოღებულია პირველი წინადადება, რომელიც 72 საათს ეხება, თუმცა მესამე პუნქტით, ვფიქრობ, ეს საკითხი არის დარეგულირებული, იმიტომ რომ მესამე პუნქტი ამბობს, რომ არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში უნდა წარდგეს პირი სასამართლოს წინაშე და სასამართლომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.”
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი კონსტიტუციის მოქმედ და ახალ რედაქციას შორის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით ნამდვილად არ შეინიშნება, კონსტიტუციის ამ მე-18 მუხლში ცვლილებების საკითხი, შესაძლოა, მაინც გახდეს დავის საგანი. საქმე ეხება კონსტიტუციური ცვლილებების პროცედურის შესაძლო დარღვევას. ვახტანგ ხმალაძე, მაგალითად, დაბეჯითებით ამბობს, რომ საჯარო განხილვის პროცედურა კონსტიტუციის ამ მუხლს არ გაუვლია. ჯერჯერობით იგივე ინფორმაცია აქვს თამარ ჩუგოშვილსაც. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი კი ამბობს:
”არა მარტო ამ კანონში, არამედ ნებისმიერ სხვა კანონპროექტებში ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ, ბუნებრივია, კანონპროექტი შეიძლება სხვა სახით იყოს ინიცირებული, მაგრამ მიღების შემდგომ სხვა ფორმა მიიღოს. ამ კონკრეტულ შეთხვევაში ნამდვილად არა მაქვს ინფორმაცია, რა ეტაპის შემდეგ გაჩნდა ამ მუხლის გათვალისწინების საჭიროება, თავიდანვე იყო თუ შემდგომში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საკანონმდებლო პროცესი არ ზღუდავს პარლამენტს რაიმე კონკრეტული რედაქციით კანონისა, რომელიც არის პროექტის დონეზე ინიცირებული.”
ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში ცვლილება ძირითადად კანონმდებლობაში განხორციელებულმა ტერმინოლოგიურმა ცვლილებამ განაპირობა. ყველა ის პირი, ვის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება, ეჭვმიტანილის ნაცვლად, ბრალდებულად ითვლება.