Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პატრიარქი - არეულობის უკან პოლიტიკური პროვოკაცია დგას


რუსეთის პატრიარქი კირილი რუსეთში არსებულ არეულობებს მომავალ არჩევნებს უკავშირებს. "რასიისკაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ წერილში პატრიარქი კირილი წერს, რომ მანეჟის მოედანზე მომხდარმა არეულობებმა რამდენიმე პრობლემა წამოსწია წინა პლანზე. ერთ-ერთ პრობლემად კირილი პოლიტიკურ პროვოკაციას მიიჩნევს. მისი თქმით, მანეჟის მოედანზე მომხდარს პოლიტიკური ელფერი აქვს, ამიტომ სამართალდამცავ ორგანოებს და ხელისუფლებას გააზრებული მოქმედება მართებს.
XS
SM
MD
LG