Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩნევნებს აკრიტიკებს


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბელორუსიაში არ მოხდება რევოლუცია, მან ბანდიტიზმი უწოდა ოპოზიციის აქციებს გუშინ მინსკში. ლუკაშენკამ შეაქო მილიციის ქმედება დემონსტრაციის განდევნისას. მან გაკვირვება გამოათქვა ეუთოს მიერ არჩევნების უარყოფად შეფასების გამო. უთოს სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, ტონი ლოიდმა განაცხადა, რომ ბელორუსიის არჩევნების აღიარება თავისუფლად და დემოკრატიულად არ შეიძლება. მილიციამ მინსკის ცენტრში, დამოუკიდებლობის პროსპექტზე მთავრობის სახლის მიმართულებით მრავალათასიანი მსვლელობის მონაწილეები, 600-მდე პირი დააკავა. გავრცელდა ცნობა პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების დაკავების შესახებ. აქციის დაშლისას დაშავდა ათამდე ჟურნალისტიც.
ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, უკვე დამუშავებულია საარჩევნო ბიულეტინების 100 პროცენტი და დადგინდა, რომ 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 79,67 პროცენტი ალექსანდრ ლუკაშენკამ მიიღო. 2006 წელს ლუკაშენკას მომხრეთა ხმებმა 83 პროცენტი შეადგინა. ოპოზიციის ლიდერებმა გამოცხადებული შედეგების მიმართ პროტესტი გამოხატეს.
19 დეკემბერს მინსკის ცენტრში ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციების გამო ბელორუსიაში აღიძრა საქმე ”მასობრივი არეულობის” მუხლით. ამის შესახებ დღეს ბელორუსიის შსს მინისტრმა ანატოლი კულეშოვმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მთავრობის სახლის წინ მილიციასა და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირებისას 30-ზე მეტი მილიციელი დაშავდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG