Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა


სანდრო გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო საჩივრის განხილვაზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა. ადვოკატ დავით ჯანდიერის ინფორმაციით, დაცვის მხარემ მიიღო 22 ნოემბრით დათარიღებული განჩინება, რომლის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრების განხილვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, საბოლოოდ ამოქმედდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების განაჩენი, რომლის თანახმად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ და შემდგომში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ოთხ პირს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. ადვოკატ დავით ჯანდიერის განცხადებით, ამჟამად სანდრო გირგვლიანის ოჯახი ელის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG