Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში ნათლისღებისას მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა


განსხვავებული რჩება მონაცემები ნიგერიაში ნათლისღების დროს მოხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა შესახებ. პოლიციის ინფორმაციით, პარასკევ ღამეს ერთბაშად რამდენიმე აფეთქება მოხდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ყველაზე სისხლისმღვრელი იყო ქალაქ ჯოსში მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც პოლიციის ინფორმაციით რვა კაცი დაიღუპა. თუმცა, თავად პლატოს შტატის ოფიციალური წარმოამდგენელი აცხადებს, რომ აფეთქებებმა 20-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნიგერიის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებების უკან დგას ექტრემისტული ისალმური დაჯგუფება, რომელიც მიზნად ქრისტიანებისათვის საშობაო ზეიმის ჩაშლას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG