რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მიუღებელი“ უწოდა მიხაილ ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესზე გავლენის მცდელობებს. დასავლეთის ქვეყნებმა გააკრიტიკეს ყოფილი ნავთობმაგანატის დამნაშავედ ცნობა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. სამინსტრო განცხადებაში აგრეთვე „უსაფუძვლოს“ უწოდებს მოსაზრებას, რომ სასამართლო პროცესი შერჩევითი სამართლის მაგალითია. ხოდორკოვსკი და მისი ბიზნესპარტნიორი პლატონ ლებედევი 2003 წელს დააპატიმრეს თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის. მათ ბრალად ედებათ „იუკოსისა“ და მისი პარტნიორებისგან 218 მილიონი ტონა ნავთობის მოპარვა და მილიარდობით დოლარის ოდენობის ფონდების გათეთრება. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „სამართლის აშკარად შერჩევით გამოყენება“ აზარალებს რუსეთის რეპუტაციას, როგორც ქვეყნისა, რომელსაც კანონის უზენაესობის გაღრმავების ვალდებულება აქვს ნაკისრი.
ყველაზე პოპულარული
1