Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრს


პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ნდობას უცხადებს პრემიერ-მინისტრს მას შემდეგაც, რაც მმართველი კოალიცია დატოვა ერთ-ერთმა მთავარმა პარტიამ. ზარდარის პრესმდივნის განცხადებით, პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის „კოალიციური მთავრობის დესტაბილიზაციის მცდელობის“ წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში. ამ განცხადების გავრცელებამდე, პრემიერ-მინისტრი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე მოსალაპარაკებლად. მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობამ, რომელიც სიდიდით მეორე პარტია იყო მმართველ კოალიციაში, კვირას გამოაცხადა, რომ ოპოზიციაში მიდის ნავთობპროდუქტების ბოლოდროინდელი, მკვეთრი გაძვირების გამო. ამ გადაწყვეტილების შედეგად, გილანის მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა. პოლიტიკური კრიზისის ფონია პაკისტანის ბრძოლა თალიბანთან და მძიმე ვითარება, რომელიც გასული წლის კატასტროფული წყალდიდობის შედეგად შეიქმნა.
XS
SM
MD
LG