რუსეთის რადიო „ეხო მოსკვი“ იუწყება, რომ მილიციამ დღეს დააკავა მოსკოვის ციხეში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სოლიდარობის აქციის ექვსი მონაწილე. მემარცხენე ფრონტის ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა თქვა, რომ დაკავებულთა რიცხვი 12-ია. ახალი წლის ღამეს ოპოზიციის სხვა სამ ლიდერთან ერთად დააკავეს ყოფილი პრემიერის მოადგილე, ბორის ნემცოვი, რომელსაც ორი კვირით პატიმრობა მიუსაჯეს.
ყველაზე პოპულარული
1