Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ჩინეთი უფრო მჭიდრო სამხედრო კავშირზე შეთანხმდნენ


აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა უფრო ახლო სამხედრო კავშირები. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ გეიტსმა, პეკინში, ჩინელ კოლეგა ლიან გაუნლესთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას და გააწონასწორებს ურთიერთშეფასებას. ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ბევრად ჩამორჩება წამყვან სახელმწიფოებს სამხედრო ტექნოლოგიის მხრივ და ამიტომ, არავის შეუძლია დაემუქროს. მან კრიტიკა გამოთქვა ვაშინგტონის მხრიდან ტაივანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიმართ.
XS
SM
MD
LG