Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გააკრიტიკა ისრაელი იერუსალიმში მშენებლობის გამო


აშშ-ის სახელმწზიფო მდივანმა, ჰილარი კლინიონმა, გააკრიტიკა ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმში ყოფილი სასტუმროს დანგრევის გამო, რათა იქ ისრაელებისთვის ბინები ააშენოს. კოლინტონმა თქვა, რომ „შეპერდ ჰოტელის“ დანგრევა არის „ხელისშემშლელი ქმედება“, რომელიც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს. პალესტინელებს იმედი აქვთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი მათი სამომავლო, იორდანეს დასავლეთი ნარპირისგანი და ღაზის სექტორისგან შემდგარი სახელმწიფოს დედაქალაქი იქნება. მოლაპარაკებებზე პალესტინელთა წარმომადგენელმა, საედ ერეკატმა, ისრაელი „იერუსალიმის საკითხის შესახებ ყოველგვარი მოგვარებისთვის“ ხელის შეშლის მცდელობაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG