Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდება


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდება. ბაიდენი ავღანეთში ორშაბათს ჩავიდა იმისათვის, რომ შეაფასოს ავღანეთის ძალებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების გადაბარების პროცესი, რომელიც ივლისამდე უნდა დასრულდეს. ივლისში ავღანეთიდან აშშ ძალების გასვლა იწყება. ბაიდენი უკვე შეხვდა ავღანეთში საერთაშორისო ძალების სარდალს, გენერალ დევიდ პეტრეუსს და აშშ ელჩს კარლ ეიკენბერის. კარზაისთან შეხვედრის გარდა, ბაიდენი ამერიკელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შეხვდება და ავღანეთის ეროვნული არმიის საწვრთნელ ცენტრს ეწვევა.
XS
SM
MD
LG