Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბელორუსიაში სპეციალურ მისიას გაგზავნის


ოთხშაბაშთს ბრიუსელში გაიმართა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელიც ბელორუსიაში შემქნილ ვითარებას მიეძღვნა. სხდომაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბელორუსიის დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ბრიუსელში ჩასვლამდე პრაღაში რადიო თავისუფლების შტაბ-ბინაშიც იმყოფებოდნენ პოლონეთში შექმნილი საზოგადოებრივი კომიტეტის- „დახმარება ბელორუსიის ოპოზიციას“- ხელშეწყობით. ბელორუსიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტს მოუწოდეს მოახდინოს მკაცრი ზეწოლა ალექსანდრ ლუკაშენკოზე და მიაღწიონ ბელროსიის საპატიმროებში მყოფ პოლიტპატიმრებთან პირად შეხევდრებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანეულ ბარუსომ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელორუსიაში გაგზავნილი იქნება საგანგებო მისია, რომელიც შეისწავლის 19 დეკემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
XS
SM
MD
LG