Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დევნილთა გამოსახლების პროცესი განახლდა


დღეს დილიდან თბილისში განახლდა სახელმწიფოს კუთვნილი შენობებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი. განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია შეიქმნა ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციელთა ალყაში მოექცა. მათ უშუალოდ ტერიტორიაზე შესვლის ნება არ დართეს დევნილთა ნათესავებს, ოპოზიციური პარტიებისა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს. თბილისში, ბაგებში მდებარე სტუდქალაქთან, სადაც დილიდან დევნილთა იძულებით გამოსახლება მოხდა, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი მათგანია "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა, რომელიც მოგვიანებით, ისევე როგორც ”თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელ გია ყრუაშვილს 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობის გამო. დაკავებულია კიდევ ოთხი დევნილი ქალი. მათ 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. დევნილთა იძულებით გამოსახლება დღეს კვლავ გააპროტესტეს ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
XS
SM
MD
LG