Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ტექნიკა კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის


USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი მექანიზაციის სერვისცენტრის გახსნაზე
USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი მექანიზაციის სერვისცენტრის გახსნაზე
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას განაგრძობს. დღეს სოფელ შინდისში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლმა, ადგილობრივ მთავრობასა და ფერმერებთან ერთად, მექანიზაციის სერვისცენტრი გახსნა. პროექტი ინდივიდუალური მეწარმის დავით თვალიაშვილისა და USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა. გრანტის სახით გამოიყო 143 ათასი დოლარი. მექანიზაციის სერვისცენტრი აღჭურვილია 8 ახალი ტრაქტორით და 21 სამანქანო იარაღით. ადგილობრივი ფერმერები მიიღებენ შეღავათიან მომსახურებას.

მექანიზაციის სერვისცენტრი
ცენტრის მომსახურებით შინდისის ირგვლივ მდებარე სოფლებიც ისარგებლებენ. გაზაფხულისთვის 2500 ჰექტარი მიწის დამუშავება იგეგმება. 2008 წლის ომის შემდეგ ამერიკის მთავრობის დახმარება დაახლოებით 40 ათასმა ოჯახმა მიიღო. usaid-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ჯონათან კონლი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონის სოფლების დახმარება კიდევ გაგრძელდება.

რეგიონის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის განცხადებით, შიდა ქართლი აგრარული რეგიონია და ამერიკის მთავრობის დახმარება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ომისგან დაზარალებული ფერმერების ხელშეწყობა მთლიანად რაიონის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მექანიზაციის პროექტი 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოყოფილია 5 მილიონ დოლარზე მეტი. პროექტი დააფინანსებს კერძო მფლობელობაში არსებული 25 სამანქანო მომსახურების ცენტრის განვითარებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
XS
SM
MD
LG