Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპილოტო თვითმფრინავმა ექვსი მეამბოხე გაანადგურა


პაკისტანის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით შეერთებული შტატების ორი უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად სულ მცირე ექვსი სავარაუდო მეამბოხე დაიღუპა პაკისტანის ჩრდილოეთ ვაზირისტნაში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. პირველი იერიში განხორციელდა სატვირთო ავტომანქანაზე, რომლის შედეგადაც ოთხი მემაბოხე დაიღუპა. მოგვიანებით უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა მოტოციკლი, რასაც ორი ექსტრემისტის განადგურება მოჰყვა. ჩრდილო ვაზირისტანი ალ ყაიდისა და თალიბანის ერთ-ერთ საყრდენ რაიონად ითვლება, სადაც შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა ყველაზე უფრო ხშირად იყენებს უპილოტო თვითმფინავებს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გასანადგურებლად.
XS
SM
MD
LG