Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელებმა ორი ადამიანის დაკავება გააპროტესტეს


ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღარო
გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ზა­ზა ქა­ჩი­ბა­ი­ას, გან­ცხა­დე­ბით, 22 იან­ვარს ტყი­ბულ­ში – მინ­დე­ლის მა­ღა­რო­ში – მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბა უსაფ­რ­თხო­ე­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვამ გა­მო­იწ­ვია:

„დად­გე­ნი­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვით ჩაატარეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რის შე­დე­გა­დაც, რო­გორც თქვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, ერ­თი მა­ღა­რო­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და კი­დევ ოთხ­მა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო”.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა ორი დამ­ნა­შა­ვე პი­რის ვი­ნა­ო­ბა. ესე­ნი გახ­ლავთ მინ­დე­ლის მა­ღა­როს მე­სა­მე უბ­ნის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნი და სა­ვენ­ტი­ლა­ციო უბ­ნის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ედემ სტუ­რუა. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დი­ით გავ­რ­ცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ედემ სტუ­რუა სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, რომ მა­ღა­რო­ში ჩა­მო­ი­შა­ლა ქვა­ნახ­ში­რის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას უშ­ლი­და ხელს. მა­ღა­რო­ე­ლებ­მა მას და­უ­რე­კეს და მი­ი­ღეს სიტყ­ვი­ე­რი ნე­ბარ­თ­ვა, რომ აეფეთ­ქე­ბი­ნათ ჩა­მოშ­ლი­ლი ქვა­ნახ­ში­რი, რა­საც უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვა მოჰ­ყ­ვა.

„და­მი­რე­კა მე­სა­მე უბ­ნის მე­სა­მე ცვლის სამ­თო-ოს­ტატ­მა მე­რაბ ობო­ლა­ძემ და მითხ­რა, რომ 3 ნო­მე­რი მკლა­ვის ყელ­ში გაჩხე­რი­ლი იყო ქვა­ნახ­ში­რის დი­დი ლო­დი, რო­მე­ლიც ვერ და­შა­ლა პნევ­მა­ტუ­რი ჩა­ქუ­ჩით და მთხო­ვა ბურ­ღ­ვა-აფეთ­ქე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, რა­ზეც სიტყ­ვი­ე­რი თან­ხ­მო­ბა მი­ვე­ცი. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ მკლავ­ში არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ვენ­ტი­ლა­ტო­რი მო­ახ­დენ­და მკლა­ვის გა­ნი­ა­ვე­ბას და იქი­დან გა­ზის გა­მო­დევ­ნას და ამ შემ­თხ­ვე­ვას არ მოჰ­ყ­ვე­ბო­და ასე­თი ცუ­დი შე­დე­გი”, – ჰყვე­ბა ედემ სტუ­რუა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რ­ცელ­და.

ჩა­ნა­წე­რის ეთერ­ში გას­ვ­ლის შემ­დეგ ტყი­ბუ­ლის მინ­დე­ლის მა­ღა­როს მე­ო­რე ცვლის მა­ღა­რო­ე­ლებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბა­ზე უარი გა­ნაცხა­დეს. რო­გორც რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­ღა­რო­ელ­თა პროფ­კავ­ში­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, გი­ორ­გი ბა­ბუ­ხა­დი­ამ, უთხ­რა, მა­ღა­რო­ე­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ორი პი­რის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ:

„ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნა არის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დეს ობი­ექ­ტუ­რად და ამ ორ და­კა­ვე­ბულ პი­როვ­ნე­ბა­ზე არ გა­დატყ­დეს ჯო­ხი - ეგე­ნი მაგ აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო პი­რე­ბი არი­ან”.

პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან კომ­პა­ნია „საქ­ნახ­ში­რისა” და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ჯგუ­ფის” წარ­მო­მად­გენ­ლებ­ის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მა­ღა­რო­ელებ­მა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლეს. პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბუ­ლი იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში, ლა­შა მა­ქა­ცა­რია ამ­ბობს, რომ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა გა­ირ­კ­ვა:

„იყო ერთ ცვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა. სა­კუ­თა­რი აზ­რი გა­მო­ხა­ტეს; ვე­ლა­პა­რა­კეთ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამო­წუ­რუ­ლია თე­მა. ასე რომ, ეს რა­ი­მე­ნა­ი­რად ხე­ლის­ შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი არ გახ­დე­ბა”.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 27 აგ­ვის­ტოს მომ­ხ­და­რი უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ, რო­დე­საც ოთხი მა­ღა­რო­ე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, შეხ­ვ­დ­ნენ „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ჯგუ­ფის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას, რომ­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში­ცაა მინ­დე­ლის მა­ღა­რო, და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ მო­ი­ლა­პა­რა­კეს... თუმ­ცა შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლი შეს­რულ­და. ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მხო­ლოდ ორი და­ბა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბა სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ვერ შეც­ვ­ლის იმ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც მა­ღა­რო­ებ­შია და თუ არ მოხ­და მა­ღა­რო­ელ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვა, პრობ­ლე­მე­ბი ისევ იარ­სე­ბებს.

„მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბი გა­კეთ­და, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ სი­ტუ­ა­ცია სრულ­ფა­სოვ­ნად იყო შეც­ვ­ლი­ლი. არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა ის 11 მოთხოვ­ნა, რომ­ლე­ბიც ჩვენ და­ვა­ყე­ნეთ - ასე­თი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია, კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სპეც­ტან­საც­მელსა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის სხვა სა­კითხებს ეხე­ბო­და, დღემ­დე არ არის ხელ­მო­წე­რი­ლი”, – ამ­ბობს ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი.

უკა­ნას­კ­ნე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტყი­ბულ­ში მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად ათი მა­ღა­რო­ე­ლია და­ღუ­პუ­ლი, კომ­პა­ნია „საქ­ნახ­ში­რის” ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხებ­ში, ავ­თან­დილ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ამ­ბობს, რომ ბო­ლო დროს კონ­ტ­რო­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით გამ­კაც­რ­და და მა­ღა­რო­ე­ლე­ბის ინ­ვენ­ტა­რიც გა­უმ­ჯო­ბეს­და:

„რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, ნორ­მის ზე­მოთ გა­კეთ­და. შე­მო­ტა­ნი­ლია ის სა­კონ­ტ­რო­ლო აპა­რა­ტე­ბი, რაც სა­ჭი­როა მა­ღა­როს­თ­ვის, მაგ­რამ არ ვი­ცი, რა გითხ­რათ. რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ მო­მენ­ტ­ში, უბ­რა­ლოდ, ითი­შე­ბი­ან”.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ სწავ­ლობს ტყი­ბუ­ლის მინ­დე­ლის მა­ღა­რო­ში 22 იან­ვარს მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბის დე­ტა­ლებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG